შენი დღე - შენი სცენა!
დაგეგმე ქორწილი წისქვილის "თეატრში"
ქორწილები, რომლებსაც ვუმასპინძლეთ
გაეცანით ბლოგებსა და სიახლეებს
დაგეგმე ქორწილი თეატრში
„თეატრი“ – პირველი SHOW & DINNER კონცეფცია საქართველოში და ამიერკავკასიაში.
აერთიანებს კლასიკურ თეატრალურ ელემენტებსა და თანამედროვე დიზაინს, ქმნის შთამბეჭდავ გარემოს ქორწილების, კონცერტებისა თუ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გასამართად.
ქორწილის დაგეგმვისას ბევრი ვიფიქრეთ, თუ სად შედგებოდა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე.დღე, რომლის კადრებიც მუდამ გვემახსოვრება. ჩვენი ქორწილი “თეატრში” ნამდვილ ზღაპარს გავდა, სადაც ზღაპრის გმირები ამჯერად ჩვენ ვიყავით. გარემო საოცრად ელეგანტური, ზღაპრული და სიყვარულით სავსე იყო, საოცარი პერსონალით. ყოველი მომენტი გულრწფელი ემოციებით სავსე იყო, თეატრი ყოველთვის იქნება ჩვენს ცხოვრებაში ის ადგილი, სადაც ჩვენი დიდი სიყვარულის ისტორია დაიწერა. ადგილი, რომელიც მუდამ სიყვარულს მოგვაგონებს…მადლობა “თეატრის” გუნდს იმ გულისხმიერებისთვის, სითბოსთვის, ჩადებული ენერგიისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც ჩვენი დღის შექმნისთვის გაიღო. თქვენ ჩვენი ქორწილი დაუვიწყარ დღედ აქციეთ არამარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი სტუმრებისთვისაც. ეს ადგილი ყოველთვის განსაკუთრებულად დარჩება ჩვენს მოგონებებში .
უღრმესი მადლობა წისქვილის თეატრსა და მის მთლიან გუნდს ჩვენი ჯადოსნური დღის შექმნისთვის. ყველაფერი იყო იმაზე კარგი ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. ემოციებით სავსე ვუყურებთ კადრებს და უკვე გვენატრება ის ემოციები, რაც ფარდის გახსნიდან მის დახურვამდე მივიღეთ. ერთი რამ ზუსტად ვიცით, თავიდან რომ ვაკეთებდეთ ქორწილს აუცილებლად ისევ თეატრს ავირჩევდით. წარმოუდგენლად კომფორტული იყო კომუნიკაცია მზადების პროცესში, ყველა დეტალი იმდენად გამზადებული და დახვეწილი მოდიოდა ჩვენამდე რომ ბევრი ფიქრი არაფერზე დაგვჭირდა. ფაქტობრივად გამოვიპრანჭეთ და სტუმრებივით მივედით საკუთარ ქორწილში. მთელი საღამო ვგრძნობდით გუნდის მხარდაჭერას,იმისთვის რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წასულიყო. დიზაინი, კერძები, მრავალფეროვანი შოუ, ყველაფერი იდეალური იყო. აღფრთოვანებული სტუმრების კომენტარებმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთეთ და ჩვენი დღე შედგა.
შემოსვლისთანავე ისეთი საოცრება დამხვდა, ვერ ვიჯერებდი. ყველა დეტალი საოცრად დახვეწილი, ნაფიქრი და ორგანიზებული იყო. უმაღლესი დონის მომსახურება და პერსონალი. თითოეული სტუმარი აღფრთოვანებულია თქვენი ჯადოსნური სივრცით, მომსახურებით, აკუსტიკით, კერძებით. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო და ლამაზად სერვირებული. თითოეული მომსახურე პერსონალი საოცარ გულისხმიერებას იჩენდა როგორც ჩემი, ასევე თითოეული სტუმრის მიმართ. თქვენ მაჩუქეთ ყველაზე განსხვავებული, ჯადოსნური და "წლის ქორწილი". ყველა სასიამოვნოდ გაოცებული იყო დღით, რომელმაც ყველაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა... დიდი, დიდი, დიდი მადლობა თქვენ ამისთვის.უკვე მენატრება თეატრი, რომელთანაც ასეთი დიდი ემოცია მაკავშირებს, შევხვდებით თქვენს წარმოდგენებზე!
დიდი მადლობა თეატრის მთელ ჯგუფს იმისთვის, რომ ჩემი ოცნების ქორწილი რეალობად მიქციეს. დიდი მადლობა მთელ ტექნიკურ ჯგუფს, რომელმაც უმაღლესი დონის განათებით, ბოლით, ფოიერვერკით დაგვხვდა. ჩემი თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგონა, რომელიც 3 წუთში სცენაზე უნდა აღმოჩენილიყო. როგორც ყოველთვის საუკეთესო კერძები გქონდათ.ძალიან დიდი მადლობა მომსახურე პერსონალს, რომლებიც უპოზიტიურესები და კულტურულები იყვნენ!
ჩვენ ეს დღე სრულად მივანდეთ “თეატრს” და მის გუნდს, ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ყველა დეტალი, დაწყებული კერძებიდან, დამთავრებული პროგრამით იყო უმაღლეს დონეზე შესრულებული! მადლობა ასეთი საოცარი ქორწილისთვის, დაუვიწყარი დღისთვის, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გვემახსოვრება, როგორც ყველაზე ლამაზი, ჯადოსნური და ბედნიერი დღე ჩვენს ცხოვრებაში!