ქორწილის დაგეგმვა ხშირად ბევრ თავსატეხთან არის დაკავშირებული, რადგან უამრავი დეტალის გათვალისწინება და მათზე ზრუნვაა საჭირო. სწორედ ამიტომ, წისქვილის "თეატრი" გთავაზობთ სრულ საქორწილო მომსახურებას და ორგანიზებას ერთ სივრცეში. ჩვენი გამოცდილი გუნდი იზრუნებს თითოეულ დეტალზე, რათა თქვენი განსაკუთრებული დღე უნიკალური და დაუვიწყარი გახდეს.
რას გთავაზობთ?
„სრულყოფილად ორგანიზებული ქორწილი ერთ სივრცეში, რომელიც იდეალურად მორგებულია თქვენს სურვილებზე“
თეატრის სამზარეულო
„ბრენდ-შეფი და მისი გუნდი ზრუნავს თქვენს საქორწილო მენიუზე“
„გთავაზობთ მრავალფეროვან მენიუს, რომელიც მოიცავს როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვედ სახეცვლილ და დახვეწილ კერძებს“
„გუნდთან კონსულტაციის შემდეგ აირჩევთ მენიუს, რომელიც თქვენს დღეს სრულყოფილად შეეფერება“
მხატვრული პროგრამა
„თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა და მისი გუნდი იზრუნებს, რომ თქვენი დღე იყოს განსხვავებული და ყველასთვის დასამახსოვრებელი.
„შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ არტისტები ან მიანდოთ ჩვენს პროფესიონალ გუნდს ღონისძიების დაგეგმვა"
რას გთავაზობთ თეატრის შემოქმედებითი გუნდი?
„პროგრამის მონაწილე იქნებით თქვენც - ჩვენ გასწავლით ცეკვასა და სიმღერას!"
დიზაინი და სივრცის დეკორაცია
“ხელის მოწერის ცერემონია შესაძლებელია თეატრის სცენაზე ან „წისქვილის“ მყუდრო ეზოში, განსაკუთრებულ ატმოსფეროში”
სივრცის აღწერა და ტექნიკური მახასიათებლები
„ჩვენ ვიცით, როგორ ვაქციოთ თქვენი საოცნებო ქორწილი რეალობად!"