none
„წისქვილი ჯგუფი“ უკვე 22 წელზე მეტია, საქართველოში პრემიუმ კლასის სარესტორნო და გასტრონომიული სფეროს ლიდერია.
ჯგუფში შემავალი ობიექტებია: ეთნო წისქვილი, ლუდის მოედანი, ღვინის ეზო, მცხეთის, წყნეთისა და ვაკის წისქვილი, წისქვილი ტერასა და თეატრი, რომელიც გამორჩეული კონცეფციის სივრცეს წარმოადგენს და პირველი SHOW & DINNER კონცეფციაა საქართველოსა და ამიერკავკასიაში.
ქორწილით დაინტერესებული პირებისთვის, თეატრი არის სივრცე, სადაც ყველა სერვისი და მომსახურება ერთ სივრცეშია გაერთიანებული.
„თეატრი" აერთიანებს კლასიკურ თეატრალურ ელემენტებსა და თანამედროვე დიზაინს, ქმნის შთამბეჭდავ გარემოს ქორწილების, კონცერტებისა თუ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გასამართად.
„თქვენი ისტორია იწყება ჩვენთან!"