2025 წლის ტენდენციები
04
თებ 2025
none
ჩვენი სივრცე, რომელიც ცნობილია როგორც ,,თეატრი" იდეალური ადგილია გამორჩეული ქორწილებისთვის.
ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა ადამიანის ცხოვრებაში. მთელმა დღემ რომ მაჟორულ ნოტაზე ჩაიაროს, ამისთვის კარგი ორგანიზებაა საჭირო. ,,თეატრის” გუნდი საკუთარ თავზე იღებს ამ პასუხისმგებლობას და ყველა სერვისს გთავაზობთ, რაც აუცილებელია ღონისძიების იდეალურად ჩასატარებლად.
ქორწილის ორგანიზება - საუკეთესო სივრცე თბილისში
,,თეატრი” გასტრონომიით, სანახაობით, სერვისით, დიზაინითა და არქიტექტურით გამორჩეული სივრცეა და ყველა მიმართულებას პროფესიონალთა დიდი გუნდი მართავს.
კულინარიულ მხარეს ბრენდ-შეფი ალექს ნათაძე და მზარეულთა გუნდი განაგებს. თითოეული კერძი შოუს კონცეფციასთანაა თანხვედრაში და მისი ნაწილი ხდება. ,,თეატრში” ჩასატარებელი ნებისმიერი პერფორმანსის ორგანიზების პროცესში ბრენდ-შეფი და მზარეულთა დიდი გუნდიც ჩართულია და მენიუ შესაბამისად დგება. ქორწილის მენიუ, რა თქმა უნდა, თქვენთან შეთანხმებით დაიგეგმება.
რაც შეეხება ზოგადად ,,თეატრის” მხატვრულ ნაწილს, დასი და ზაალ ჩიქობავა დაუღალავად შრომობენ, რომ ქართველ მაყურებელს სრულიად ახალი დადგმები და შოუები შესთავაზონ. „თეატრში“ დახურული ღონისძიების გამართვის დროს თავად შეგიძლიათ აირჩიოთ მომღერლები, ბენდები და არტისტები. სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა და ,,თეატრის” დასი შოუს სრულყოფაზე იზრუნებენ და ყველა საორგანიზაციო საკითხს მოაგვარებენ.
,,თეატრის’’ სივრცე ტექნიკურად იდეალურადაა გაფორმებული და ულთრანამედროვე აპარატურითაა უზრუნველყოფილი. ტექნიკის არჩევისას გავითვალისწინეთ დარბაზის უნიკალური არქიტექტურა და მაქსიმალურად ეფექტურად ავითვისეთ ყველა სივრცე.
დარბაზის დასაჯავშნად და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად დაგვიკავშირდით: +995 577 00 08 88.