none
winter.png

10 იდეა, თქვენი ზამთრის ქორწილისთვის

ზაფხული და შემოდგომა შეიძლება ჩაითვალოს საქორწილო სეზონის პიკად, მაგრამ, არაფერია ისეთი რომანტიული, როგორც ზამთარში საქორწინო ცერემონია. მდიდარი ფერების პალიტრებიდან დაწყებული სეზონური ყვავილებით, სადღესასწაულო კერძებითა და სასმელებით დამთავრებული, ზამთრის ქორწილები სავსეა ხიბლით აღსავსე შესაძლებლობებით.

არ აქვს მნიშვნელობა თქვენ აირჩევთ თბილი ამინდის ჩაცმულობას (ხელოვნური ბეწვის მოსაცმელის დამატება თქვენ საქორწილო სტილში იქნება ძალიან ელეგანტური), შესთავაზებთ საფირმო კოქტეილებს, რომლებიც ასახავს სეზონს, თუ სრულყოფილად მოიხდენთ თეთრი თოვლის ფერთა პალიტრას, არსებობს მრავალი შესანიშნავი გზა ზამთრის ქორწილის დასაგეგმად. ქვევით ჩვენ გაგიზიარებთ იდეებს, რომლებიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ თქვენი ქორწილისთვის ცივ ამინდში.

ჩაიცვით თბილი სამოსი

ამ ზამთრის ქორწილში ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ნეფე-პატარძალმა თბილი, სეზონური სამოსი მოირგო. საქმრომ მწვანე ხავერდის სმოკინგი, პატარძალმა კი Pnina Tornai-ის საქორწილო კაბა, ხელთათმანები და ბეწვის მოსასხამი აირჩია.

შეარჩიეთ შესაფერისი ადგილი

ზამთრის ქორწილებისთვის ადგილის არჩევისას გაითვალისწინეთ სასურველი თემა. სივრცე ზამთარში სტუმრებისათვის სიცივისგან თავშესაფარს უზრუნველყოფს. თუ გსურთ ზამთრის ცივ ამინდში თქვენი ქორწილი იყოს დაუვიწყარი, ლამაზი და სტუმრებისთვის კომფორტული, შეარჩიეთ გამორჩეული ინტერიერის მქონე სივრცე. ამისთვის იდეალურია წისქვილის “თეატრი”, რომელიც გთავაზობთ სრულყოფილად ორგანიზებულ ქორწილს ერთ სივრცეში, იდეალურად არის მორგებული თქვენს სურვილებზე, აქვე შეგიძლიათ გქონდეთ ზღაპრული ხელის მოწერის ცერემონია, სცენაზე.


ითამაშეთ მწვანე ფერებით

მწვანე გვირგვინები ზამთარში ხშირად გამოიყენება, მაგრამ მათი კრეატიული, მოულოდნელი გზებით მოხმარება ზამთრის ქორწილს ბევრად საინტერესო ელემენტებს შესძენს. ისინი ძალიან უხდება სადილის თეფშებს.

გამოიყენეთ მოციმციმე განათებები

ზღაპრული განათება ყველაფერს უფრო ჯადოსნურს ხდის განსაკუთრებით კი ზამთარში. შიგნით თუ გარეთ, მოციმციმე განათება დააგეხმარებათ თქვენი ქორწინების სტილის შექმნაში. კარგი იქნება თუ მათ ჩამოკიდებთ ჭერიდან, ჩართავთ მათ მაგიდის დეკორაციაში, ან გამოიყენებთ შესასვლელში.

დაამატეთ ხავერდის ნაჭერი

ხავერდი არ გამოიყენება მხოლოდ ჩაცმულობაში. ეს მდიდრული ქსოვილი საუკეთესო ელემენტი იქნება თქვენი საქორწილო მაგიდის დეკორაციაში.

ამ ქორწილში, უბრალო ხის მაგიდებზე ზემოდან იყო გადაფარებული ხავერდის რანერები, ზევიდან ეწყო ანტიკვარული შანდლები ლურჯი სანთლებით, თასები ლეღვითა და ბროწეულით.


დაამშვენე ტორტი სეზონური დეტალებით

არ არის საჭირო ზამთრის საქორწილო ტორტი იყოს ზედმეტად მორთული. საკმარისია შედარებით პატარა, ორსართულიანი, ტორტი, ფოთლებით და ფიჭვის გირჩებით, ის ნამდვილად შეეფერება ზამთრის თემას.

აირჩიეთ სეზონური არომატი საქორწილო ტორტისთვის

ისევე, როგორც გოგრის სანელებლები ასოცირდება შემოდგომასთან, არის ისეთი სეზონური არომატებიც, რომელიც ძალიან უხდება ზამთრის ქორწილებს. ეს შეიძლება იყოს სადღესასწაულო მსხლის ჯემი ჯანჯაფილით და ვანილის კრემის ნამცხვარი, რომელიც არა მხოლოდ დახვეწილი, არამედ მდიდარია გემოთი. გასათვალისწინებელია გემოს სხვა კომბინაციებიც,მაგალითად, შოკოლადის პიტნისა და ჩაის სანელებელები.



შამპანურის პირამიდა

შესაძლოა, თქვენ მასპინძლობთ ქორწილს ახალი წლის დღეებში ან გეტსბით შთაგონებულ დღესასწაულს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გრანდიოზული დეტალი თქვენი სტუმრებისგან დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

განიხილეთ მდუმარე ფერთა პალიტრა

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის ქორწილები ხშირად უკავშირდება მდიდარი სამკაულების ტონებს, როგორიცაა ზურმუხტისფერი მწვანე და ლალისფერი წითელი, ნუ გამორიცხავთ მდუმარე ფერთა პალიტრას. წარმოიდგინეთ მეჯვარეების ნაცრისფერი კაბები თოვლიან ფონზე.

პლედები სტუმრებისთვის

იმისათვის, რომ სტუმრების კარგი განწყობა შეინარჩნუთ, უმჯობესია იზრუნოთ, რომ ცივ ამინდში არ შესცივდეთ. შეგიძლიათ შესთავაზოთ პლედები ადგილზე მისვლისას, მათ საშუალება ექნებათ ქორწილის შემდეგ ისინი სახლში წაიღონ საქორწილო საჩუქრად.


სხვა სიახლეები


თქვენი გზამკვლევი
როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა და მაკიაჟი ზაფხულის ქორწილისთვის
მეტის ნახვა
საქორწინო ტორტები: პასუხები თქვენს კითხვებზე
მეტის ნახვა
გზამკვლევი ქორწილის დასაგეგმად თვეების მიხედვით
მეტის ნახვა
გზამკვლევი სტუმრებისთვის, თუ რა ჩაიცვან ქორწილში
მეტის ნახვა

დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები, და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!


გამოიძახე
TOP