2025 წლის ტენდენციები
04
თებ 2025
none
თუ თქვენ გეგმავთ ქორწილს და საქორწილო ტორტის შესახებ გაქვთ კითხვები, ეს ბლოგი თქვენთვის არის. იმ კითხვებზეც კი, რომლებიც არასოდეს იცოდით, რომ გქონდათ, პასუხებს ქვემოთ იხილავთ.
ეს კარგი კითხვაა მარტივი პასუხის გარეშე. საქორწილო ტორტის ღირებულება, რომელიც შექმნილია მხოლოდ თქვენთვის და თქვენი ქორწილისთვის, დამოკიდებულია დიზაინის ყველა დეტალზე, ტორტის გემოზე, ზომაზე და მიწოდების ხარჯებზე, ამიტომ ფასები ყოველთვის განსხვავდება.
ეს ჩვეულებრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ნაჭრიანი ტორტი გსურთ. საქორწილო ტორტების ზომას იანგარიშებენ, იმის მიხედვით, თუ რამდენი ნაჭერი უნდა ჰქონდეს მას, ასევე განისაზღვრება დიამეტრის ზომები და სიმაღლე თავად ტორტის დიზაინთან მიმართებაში. თუ გსურთ, რომ ტორტი იყოს ძალიან მაღალი რათა გააოცოთ სტუმრები, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით ნაკლებია და ტორტის ნაჭერიც ნაკლები გჭირდებათ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ბუტაფორული ფენების დამატება, რაც ვიზუალურად თქვენს ტორტს უფრო დიდს და გრანდიოზულს გამოაჩენს.
თუ თქვენ გაქვთ მხედველობაში ტორტის კონკრეტული ზომა, ეს შეიძლება რეალურად არ იყოს თქვენი წვეულებისთვის შესაფერისი. მაგალითად, 20/25/30 სანტიმეტრიანი სართულები მოგცემთ საკმაოდ დიდ საქორწილო ტორტს, რომელიც გათვლილი იქნება მინიმუმ 200 სტუმარზე. ამიტომ უმჯობესია კონდიტერს უთხრათ სტუმრების რაოდენობა და ის გირჩევთ, თუ რა ზომის ტორტი უნდა დამზადდეს დიზაინის შესაბამისად.
ტრადიციულად ფოტოებისთვის ქვედა სართულს ჭრიან და ჩვენც ამას გირჩევთ.
ტორტს დაჭრიან იმ სივრცის სამზარეულოში, სადაც აღნიშნავთ ქორწილს. ჯგუფი, რომელიც გემსახურებათ, მიართმევს თქვენს სტუმრებს ნაჭრებს.
უმჯობესია წინასწარ შეათანხმოთ სივრცის მენეჯერებთან, რომ ინფორმირებულნი იყვნენ ტორტის შენახვაზე, დაჭრაზე და სერვირებაზე.
რა თქმა უნდა! აუცილებლად შეატყობინეთ კოორდინატორს, ღონისძიების ან სივრცის მენეჯერს, რომ გსურთ ტორტის სახლში წაღება.
ეს სრულად თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა უმჯობესია, დარწმუნდეთ, რომ, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მიირთმევენ მას. დარწმუნდით, რომ ტორტი არ მოხვდება კუთხეში, სადაც ვერავინ შეამჩნევს.
შეგიძლიათ ცერემონიის შემდეგ სტუმრებს ნამცხვარი მიართვათ კანაპეებად, ან კოქტეილებთან ერთად მათი დახვედრისას.
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოგწონთ თქვენ. გირჩევთ გქონდეთ ერთი ციტრუსის ან ხილის ნამცხვარი და ერთი შოკოლადის ან კარამელის დესერტი. ნუ ეცდებით მოერგოთ ყველას გემოვნებას.
დიახ!.ეს საუკეთესო არჩევანია თქვენი სტუმრებისთვის.თუმცა უმჯობესია, რომ ორ ან სამზე მეტი სხვა და სხვა გემო არ აირჩიოთ, ეს თქვენს ტორტს ძალიან გადატვირთავს.
საქორწილო ტორტის ტრანპორტირება საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ტორტი ყოველთვის მოაქვს თავად საკონდიტროს.