2025 წლის ტენდენციები
04
თებ 2025
none
ზაფხული ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ გველის დაუვიწყარი ქორწილები და გრძელი მზიანი დღეები. თუმცა, თბილ ამინდთან ერთად სილამაზესთან დაკავშირებული გამოწვევებიც ჩნდება. ეს ყოველივე ვიზაჟისტებს გასათვალისწინებელი აქვთ მაშინ, როდესაც პატარძლებს ამ უმნიშვნელოვანესი დღისთვის ამზადებენ.
პროფესიონალი ვიზაჟისტები გვიზიარებენ რჩევებს, რათა ზაფხულში, როგორც პატარძლების, ასევე სტუმრების ვარცხნილობა და მაკიაჟი მთელი დღის განმავლობაში შეუდარებლად გამოიყურებოდეს.
პატარძლის თმისა და კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ სწორი პროდუქტები და ტექნიკები, რათა სახემ და ვარცხნილობამ, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს იდეალური მდგომარეობა.
ცხიმიანი კანისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახეზე ზედმეტი და მძიმე ფენები არ გამოვიყენოთ, რათა მაკიაჟი მსუბუქი და შესაბამისად, უფრო გამძლე იყოს.
თმისთვის აუცილებელია ძლიერი ფიქსაციის მქონე თმის ლაქის გამოყენება, რომელიც ტენიანობის პირობებშიც კი შეინარჩუნებს ვარცხნილობის პირვანდელ სახეს.
ზოგადად, ვარცხნილობა უნდა შეარჩიოთ პატარძლის კომფორტის მიხედვით. თუ ხანგრძლივი და დატვირთული დღის განმავლობაში ურჩევნია, რომ თმა აწეული ჰქონდეს, მაშინ რეკომენდებულია ისეთი ვარცხნილობა, რომელიც თმას მოაშორებს სახესა და კისერს. ხოლო, თუ თავს უფრო კომფორტულად გრძნობს გაშლილი თმით, შეიძლება შესთავაზოთ ნახევრად აწეული ან სრულიად გაშლილი ვარცხნილობა, მისი სურვილისა და წარმოდგენის მიხედვით.
გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, ოფლიანდება თუ არა პატარძალი კისრისა და ზურგის არეში. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, არასასიამოვნოდ ჟღერდეს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია თმა მთლიანად აწეული იყოს, რადგან რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ფიქსატორი, თუ თმა სველდება, ხვეულები და მოცულობა სწრაფად დაიშლება.
მაკიაჟის ხანგრძლივობის მთავარი ფაქტორი კანის ტიპია. სხვადასხვა ტიპის კანს განსხვავებული პროდუქტები უხდება. იმისათვის, რომ მაკიაჟი არ დადნეს, უმჯობესია, კრემისა და მაკიაჟის თხევადი პროდუქტები თხელ ფენებად დაიტანოთ. ასევე, სასურველია კომპაქტური პუდრის გამოყენება, რადგან ის უკეთესად ფიქსირდება და ხელს უწყობს მაკიაჟის დიდხანს შენარჩუნებას.
პირველი და ყველაზე ეფექტური მეთოდი არის დღის ორგანიზება ისე, რომ 11:00-14:00 საათების განმავლობაში მზეზე დიდხანს არ იდგეთ, ვინაიდან ეს ყველაზე ცხელი პერიოდია.
თუ გრძნობთ, რომ ზედმეტად გცხელა, უმჯობესია, თან გქონდეთ ქაღალდის ხელსახოცი (განსაკუთრებით უხეში პირსახოცის მსგავსი ვარიანტი). ოფლის მოსაშორებლად მნიშვნელოვანია არა გაწმენდა, არამედ შეხება – უბრალოდ მიაჭირეთ ხელსახოცი კანს.
ასევე, აუცილებელია დროულად მოიშოროთ სისველე, რადგან რაც უფრო დიდხანს დარჩება კანის ზედაპირზე, მით მეტია შანსი, რომ მაკიაჟის შიდა ფენები დაადნოს და საბოლოოდ გააფუჭოს.
პირველ რიგში, აუცილებელია კანისა და თმის ტიპის ცოდნა, რათა შესაბამისი პროდუქტები შეარჩიოთ. მაღლა აწეული ვარცხნილობა უკეთ ინარჩუნებს ფორმას. მაკიაჟის შემთხვევაში, შეიძლება აქცენტი გააკეთოთ ერთ კონკრეტულ ზონაზე, მაგალითად, თვალზე ან ტუჩზე, რათა სახის სხვა ნაწილზე მსუბუქი პროდუქტები გამოიყენოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ფიქსატორი სპრეისა და პრაიმერის ზომიერი გამოყენება.
თმისთვის: ძლიერი ფიქსაციის თმის ლაქი, რომელიც ტენიან გარემოშიც კი კარგად ინარჩუნებს ვარცხნილობას. ასევე, მუსი აუცილებელია მოცულობის შესაქმნელად.
მაკიაჟისთვის: წყალგამძლე, ალკოჰოლზე დამზადებული ქონსილერი, რომელიც დიდხანს რჩება სახეზე. ტუჩისთვის კი საჭიროა წყალგამძლე ფანქარი, რომელიც ტუჩის ფერს უფრო მდგრადს ხდის.
საუკეთესო საზაფხულო ლუქი, როგორც წესი, არ უნდა იყოს ძალიან მძიმე. უკეთესია ერთ დეტალზე გაამახვილოთ ყურადღება. მაგალითად, smoky eye ბრინჯაოს ან ბაცი ლურჯის ფერით, რათა არ გახადოთ თვალის მაკიაჟი შავი ან ძალიან მუქი, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ შედარებით მუქი ტუჩსაცხი და ღია გლოსი.