none
480.png

გზამკვლევი სტუმრებისთვის, თუ რა ჩაიცვან ქორწილში

თქვენი, როგორც სტუმრის სტილი, უნდა წარმოადგენდეს ქორწილის თემას და ამავდროულად, ის უნდა გამოხატავდეს თქვენს ინდივიდუალიზმს. ეს დღე წყვილისთვის და სტუმრებისთვის გამორჩეული და უნიკალურია, შესაბამისად, იმისდა მიხედვით, ეს არის ოფიციალური სამეჯლისო ღონისძიება თუ ზღვისპირა ქორწილი, სამოსის არჩევა შესაძლოა სირთულეებთან ასოცირდებოდეს.

ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ სათანადოდ გამოეწყოთ ყველა სახის ქორწილისთვის და გამოიყურებოდეთ საუკეთესოდ.

ნებისმიერ ქორწილში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ფორმალობის დონის და წყვილის მიერ არჩეული თემის ცოდნა. ფორმალური, ყოველდღიური და სხვა და სხვა თემატიკის ქორწილი შეიძლება ითხოვდეს განსხვავებული სტილის ჩაცმულობას, ამიტომ საჭიროა აირჩიოთ ქორწილის სტუმრების ჩაცმულობა, რომელიც შეესაბამება თქვენს განსაკუთრებულ დღეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ირჩევთ სმოკინგს თუ უბრალო ტანსაცმელს, თქვენი გარეგნობა უზრუნველყოფს, რომ სწორად მოერგოთ ღონისძიების სტილს.

1. ფორმალური ქორწილები

ოფიციალური ქორწილისთვის, სამოსი უნდა იყოს ელეგანტური. იფიქრეთ დახვეწილ, კლასიკურ ჩაცმულობაზე.

ქალებისთვის: გრძელი კაბა ყველაზე შესაბამისი და ელეგანტური ვარიანტია ფორმალური ე.წ “Black tie” ქორწილებისთვის. შეარჩიეთ მდიდრული ქსოვილი, როგორიცაა აბრეშუმი, შიფონი ან ხავერდი, შემატეთ დახვეწილი და ელეგანტური აქსესუარები - გაიკეთეთ საყურეები ან დაიჭირეთ კლატჩი. მოერიდეთ ძალიან მოკლეს ან ზედმეტად სტანდარტულ სტილს.

მამაკაცებისთვის: სმოკინგი მამაკაცებისთვის საუკეთესო არჩევანია. შეუთავსეთ მას შავი ბაფთა და გაპრიალებული ფეხსაცმელი. ასეთი ქორწილების შემთხვევაში მუქი კოსტუმი ჰალსტუხით მისაღებია, მაგრამ უმჯობესია უფრო ფორმალური, სტრუქტურირებული ქსოვილი.

2. ნახევრად ფორმალური სტილი ან კოქტეილის კაბა

კოქტეილის კაბა არის სამოსი, ფორმალურსა და ყოველდღიურობას შორის. ის იძლევა მეტ მოქნილობას და ამავე დროს ინარჩუნებს ელეგანტურობას.

ქალებისთვის: ელეგანტური კოქტეილის, მუხლს ზემოთ კაბა, შესანიშნავი ვარიანტია. მოერიდეთ ზედმეტად ჭრელ ან უბრალო ნაჭერს და აირჩიეთ დახვეწილი, თანამედროვე დიზაინი. შეუხამეთ დახვეწილი ქუსლები და შესაბამისი კლატჩი. თუ რაღაც განსხვავებულს ეძებთ, კომბინეზონი ან კარგად მორგებული შარვალი შეიძლება იყოს კარგი ვარიანტი.

მამაკაცებისთვის: კოსტუმი მუქ ტონებში, როგორიცაა მუქი ლურჯი ან ნახშირისფერი, შესანიშნავია. ჰალსტუხი სულაც არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტთ მის ტარებას, დარწმუნდით, რომ ის არ არის ძალიან თვალშისაცემი. ლუქს გაპრიალებული ტყავის ფეხსაცმელი და მოწესრიგებული ჯიბის ცხვირსახოცი გაამდიდრებს.

3. ქორწილი სანაპიროზე

როგორც წესი, სანაპიროზე ქორწილი, უფრო არაოფიციალურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩაცმულობაში შლაპუნები და მაისურები მისაღებია. ამ შემთხვევაში, უმჯობესია იპოვოთ რაიმე მსუბუქი და სუნთქვადი.

ქალებისთვის: შეარჩიეთ მსუბუქი ქსოვილებისგან შეკერილი კაბა, როგორიცაა ტილო ან ბამბა. ნაზი, ბოჰემური სტილი სწორი არჩევანია ზღვისპირა ცერემონიებისთვის. მოერიდეთ მძიმე ქსოვილებს ან მუქ ფერებს, ისინი არ შეესაბამება ბუნებრივ, მშვიდ გარემოს. როგორც ფეხსაცმელი, შესანიშნავი არჩევანია სანდლები. შეგიძლიათ დამატებით აქსესუარად განიხილოთ შლაპაც.

მამაკაცებისთვის: ტილოს კოსტიუმი ან მსუბუქი ბამბის შარვალი ღილებიან პერანგთან ერთად ქმნის, როგორც კომფორტს, ისე კლასიკურ სტილს. უფრო მსუბუქი იერისთვის უარი თქვით ჰალსტუხზე და აირჩიეთ ლოფერები. ნეიტრალური ტონები და პასტელური ფერები კარგად ეხამება სანაპირო ატმოსფეროს.

4. ქორწილები ღია სივრცეში

ქორწილები, რომლებიც იმართება გარე სივრცეში მეტად მომხიბვლელია, აქ შეგიძლიათ კომფორტის ჩვეულებრივ, ელეგანტურ სტილთან შერწყმა.

ქალებისთვის: ყვავილოვანი საშუალო სიგრძის კაბა ან კომბინეზონი რბილი ტონალობებით ძალიან უხდება გარე ღონისძიებებს. ქსოვილები, როგორიცაა მაქმანი ან მსუბუქი ბამბა, ქმნის ელეგანტურობისა და კომფორტის ბალანსს. უმჯობესია სქელი ქუსლები არათანაბარი, გარე რელიეფისთვის.

მამაკაცებისთვის: მსუბუქი კოსტუმი ნეიტრალურ ფერში, როგორიცაა კრემისფერი ან ღია ნაცრისფერი, ყავისფერ ფეხსაცმელებთან ერთად იდეალური არჩევანია. კარგი იქნება თუ ტრადიციულ ჰალსტუხს შეცვვლით ბაფთით.

ქორწილის სტუმრები იდეალური სამოსის შერჩევას ღონისძიების ხასიათის, ფორმალობის და გარემოს გაგებით შეძლებენ. ადგილის, ამინდისა და ქორწილის თემის გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სტილი, რომელიც არამარტო ღონისძიებას მოერგება, არამედ თავს თავდაჯერებულად და ელეგანტურად გაგრძნობინებთ. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რაც არ უნდა ჩაიცვათ, ყოველთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ წყვილის ხედვა და მოერიდოთ ყველაფერს, რამაც შეიძლება მათი დიდი დღე დაჩრდილოს.


სხვა სიახლეები


თქვენი გზამკვლევი
როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა და მაკიაჟი ზაფხულის ქორწილისთვის
მეტის ნახვა
საქორწინო ტორტები: პასუხები თქვენს კითხვებზე
მეტის ნახვა
გზამკვლევი ქორწილის დასაგეგმად თვეების მიხედვით
მეტის ნახვა
გზამკვლევი სტუმრებისთვის, თუ რა ჩაიცვან ქორწილში
მეტის ნახვა

დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები, და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!


გამოიძახე
TOP