none
wedding.png

გზამკვლევი ქორწილის დასაგეგმად თვეების მიხედვით

ქორწილის დაგეგმვა ან სია, რომელიც უნდა შეასრულოთ ქორწილამდე - არის პირველი, რაც უნდა გააკეთოთ მას შემდეგ, რაც ხელის თხოვნაზე განაცხადეთ: “დიახ”.

რა თქმა უნდა, სამოქმედო გეგმა თავიდან შეიძლება აშკარა იყოს. ადგილი ადრეულად უნდა დაიხუროს. “შეინახეთ თარიღი” ბარათის გაგზავნა საჭიროა ექვსი თვით ადრე. და მაინც, იცით, როდის უნდა დაჯავშნოთ ჯგუფი? დაასრულოთ სტუმრების მაგიდებთან განთავსების გეგმა? თუ თქვენ არ ხართ საქორწილო ინდუსტრიაში, პასუხი ალბათ არის “არა!”

ასე რომ, ამ ბლოგში იხილავთ საუკეთესო ღონისძიებების ორგანიზატორის, ავგუსტა კოულის რჩევებს თუ როგორ უნდა დაგეგმოთ ქორწილი ყოველთვიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ ქორწილის დღემდე.


ქორწილამდე დარჩენილია 9-12 თვე

პირველ სამ თვეში ბევრი რამ ხდება - დროა დაიწყოთ გეგმის ჩამოყალიბება და შექმნათ სანდო გუნდი.

შექმენით ბიუჯეტი: ”ეს დაგეხმარებათ პირველადი კრიტიკული გადაწყვეტილებების ეფექტურად ნავიგაციაში”, - ამბობს კოული.

თუ ეს შესაძლებელია, დაიქირავეთ ქორწილის ორგანიზატორი. ”ორგანიზატორის დაქირავება დაგეხმარებათ ადგილის შერჩევაში და სტუმრების სიის შედგენაში. ის შემოგთავაზებთ სასარგებლო რჩევებს ხარჯებთან დაკავშირებით, ასევე დაგეხმარებათ ცერემონიის ტიპის შერჩევაში.

დაჯავშნეთ შემდეგი: ფოტოგრაფი, ბენდი/დიჯეი, თმის ვარცხნილობა, მაკიაჟი. (რატომ თმა და მაკიაჟი ასე ადრე? ”თქვენ დიდ დროს გაატარებთ თქვენს სტილისტებთან და მისი შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. განმარტავს კოული.)

შეადგინეთ თქვენი სტუმრების სია!

დაიწყეთ ციფრული კომუნიკაცია თქვენს სტუმრებთან და დააორგანიზეთ მისამართები. ”მიუხედავად იმისა, აპირებთ კომუნიკაციას mail-ით თუ არა, უმჯობესია რომ გქონდეთ ყველას ელფოსტა სიახლეებისთვის ან გადაუდებელი კომუნიკაციისთვის.


ქორწილამდე დარჩენილია 6-8 თვე

„დროა, ააწყოთ თქვენი გზამკვლევი. ამ ეტაპზე, თქვენ კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული თქვენი ბიუჯეტი და გადახვიდეთ ძირითადი კულინარიული და კრეატიული საკითხების დადასტურებაზე“, - ამბობს კოული.

აირჩიეთ საკვები, ტორტი, ფლორისტი, დეკორაციის გუნდი და ვიდეოგრაფი.

შეარჩიეთ თქვენი საქორწილო კაბა: ”იმედია, თქვენ დაიწყეთ თქვენს კაბაზე ზრუნვა, თუ არა, დროა დაიწყოთ!”.

შეარჩიეთ თქვენი მეჯვარეების კაბები: „კარგი დროა დაიწყოთ საუბარი მეჯვარეების ჩააცმულობის შესახებ, განსაკუთრებით თუ ისინი აპირებენ ერთი ფერის ტანსაცმლის ჩაცმას“, - ამბობს კოული.

გაგზავნეთ “შეინახე დღე” ბარათები ექვსი თვით ადრე (ან უფრო ადრეც).

ბარათები უნდა გაიგზავნოს ფოსტით არაუგვიანეს ექვსი თვისა. დღეს უკვე ისინი, ფოსტით იგზავნება ბევრად, დაახლოებით 9 თვით ადრე, ”- ამბობს კოული.

ქორწილამდე დარჩენილია 3-6 თვე

”ეს არის დრო, რომ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილებები!” ამბობს კოული .

დაგეგმეთ მენიუს დეგუსტაცია.

დაგეგმეთ დიზაინის პრეზენტაცია: "აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნიმუშის ცხრილი და დაადასტუროთ საბოლოო დიზაინი", - განმარტავს კოული.

შეარჩიეთ დიზაინი და დააგემოვნეთ თქვენი ტორტი.

დაასრულეთ მოსაწვევები და გაგზავნეთ ისინი ქორწილამდე სამი თვით ადრე: ”ასევე ძალიან კარგია ციფრული მოსაწვევები, მაგრამ მე გირჩევთ გამოიყენოთ ქაღალდი, ”- ამბობს კოული.

დაწერე შენი ფიცი: ამ პროცესს ჩვეულებრივ იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. სამიდან ექვს თვემდე მისი დაწყება უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ გექნებათ საკმარისი დრო თავი მოუყაროთ თქვენს გულწრფელ აზრებსა და გამოცდილებას.

ქორწილამდე დარჩენილია 2 თვე

"ფოკუსირდით თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!"

განიხილეთ თქვენი კანის მოვლის გეგმა.

იზრუნეთ ცეკვაზე, ცერემონიაზე და იმაზე თუ ვინ შესვამს სადღეგრძელოებს თქვენს ღონისძიებაზე“, - ამბობს კოული.

მოირგეთ კაბა საბოლოოდ . უმჯობესია კაბის ბოლო მორგება დაიგეგმოს ქორწილიდან ორი ან ნაკლები კვირის განმავლობაში“, - განმარტავს კოული.

გაიკეთეთ საცდელი მაკიაჟი და ვარცხნილობა.

ქორწილამდე დარჩენილია 1 თვე

დარწმუნდით, რომ გაქვთ ქორწინების მოწმობა და ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ ქორწინების ლეგალიზებისთვის.

გადაიხადეთ ყველა საბოლოო ხარჯი. (“რათა, არ მოგიწიოთ ფინანსებთან შეხება თქვენი ქორწილის კვირაში", ამტკიცებს კოული.)

დაასრულეთ ქორწილის სივრცესთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

დარწმუნდით, რომ გაქვთ საქორწილო ბეჭდები.

ქორწილის კვირა

„ჩემი რჩევაა ქორწილის კვირაში დაისვენოთ რაც შეიძლება მეტი. თქვენ უნდა იყოთ რაც შეიძლება მშვიდად ქორწილის კვირაში, - ამბობს კოული. დაიმახსოვრე, რომ ქორწილს ხასიათს აძლევ შენ! და შენ სტუმრებზე გადადის წყვილის დადებითი ენერგიები.

გადახედეთ ნივთების სიას თქვენს ორგანიზატორთან ერთად: ეს არის „ყველა ნივთის დეტალური სია, რომელიც დაგჭირდებათ და ქორწილის შემდეგ დააბრუნებთ სახლში - გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფატა, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, მენიუ/ადგილის ბარათები, ტორტის ნაწილი, თაიგული და ასე შემდეგ, ”- ამბობს კოული.

სხვა სიახლეები


თქვენი გზამკვლევი
როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა და მაკიაჟი ზაფხულის ქორწილისთვის
მეტის ნახვა
საქორწინო ტორტები: პასუხები თქვენს კითხვებზე
მეტის ნახვა
გზამკვლევი ქორწილის დასაგეგმად თვეების მიხედვით
მეტის ნახვა
გზამკვლევი სტუმრებისთვის, თუ რა ჩაიცვან ქორწილში
მეტის ნახვა

დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები, და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!


გამოიძახე
TOP