Courtney-Nick-356-of-541-1024x683.jpg

7 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ქორწილის ფოტოგრაფს უნდა დავუსვათ

ინტერნეტი სავსეა რჩევებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აირჩიოს ქორწილის ფოტოგრაფი წყვილმა. არაერთი სტატია იწერება სათაურით – „30+ კითხვა, რომელიც ფოტოგრაფს უნდა დაუსვათ“, ხშირად ყურადღება არასწორ დეტალებზეა გამახვილებული ან ისეთი კითხვებია მოცემული, რომელთა პასუხიც უმეტესობისთვის არც გასაგები იქნება და არც მნიშვნელოვანი (მაგალითად, რომელი კონკრეტული კამერა აქვს ფოტოგრაფს). ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 8 კითხვას, რომელიც ყველაზე ეფექტური, მარტივი და პრაქტიკულია, რათა იპოვოთ თქვენთვის საჭირო ფოტოგრაფი.

1. შეგიძლიათ თუ არა ნახოთ ქორწილის სრული გალერია?

ფოტოგრაფებს სოციალურ ქსელში ზოგჯერ იდეალურად მოწესრიგებული პორტფოლიო აქვთ, მაგრამ ქორწილის სრული ალბომები საკმაოდ უღიმღამო აღმოჩნდება ხოლმე. საბოლოოდ ფოტოებით იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, ჯობს, წინასწარ იკითხოთ და ნახოთ სრული გალერია. ამის შემდეგ, ზუსტად მიხვდებით, რას უნდა ელოდოთ და შეესაბამება თუ არა ეს სტილი თქვენს სურვილებს. მაგალითად, თუ სპონტანური კადრები მნიშვნელოვანია თქვენთვის, აუცილებლად მოძებნეთ ფოტოგრაფი, რომლის ალბომებში ასეთი მომენტები უხვად არის წარმოდგენილი.

2. მუშაობს ფილმის ფორმატით, ციფრულ კამერით თუ ორივეს ერთად იყენებს?

ამერიკელი ფოტოგრაფი ლორენ ფეარი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით იღებს წყვილებს, ამბობს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, წყვილმა იცოდეს, კონკრეტულად რომელი მომენტის გადაღებას აპირებს ფოტოგრაფი ფილმის სტილში და რომლების – ციფრულად. ზოგი ფილმზე მომუშავე ფოტოგრაფი ქორწილის ბოლო ეტაპზე მხოლოდ შავ-თეთრ კადრებს იღებს, ზოგი კი ციფრულსა და ფერად ფილმს აბალანსებს. ამიტომ კარგია თუ თავიდანვე იცით თქვენი ფოტოგრაფის ხედვა და მუშაობის სტილი – ასე შეძლებთ ბოლომდე ენდოთ მის შემოქმედებით ხედვას.“

3. ჩართულია თუ არა პოზირების პროცესში?

ეს ღია კითხვა დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად მოგცემთ მიმართულებებს ფოტოგრაფი და არის თუ არა ეს თქვენთვის კომფორტული. მაგალითად, თუ ფოტოგრაფი გეუბნებათ, რომ პოზირების დროს ყველაფერი ძირითადად წყვილის იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული, მაგრამ თქვენ გსურთ კონკრეტული მითითებები, სჯობს აირჩიოთ ის, ვინც მეტად ჩართული იქნება ამ ნაწილში.

4. გთავაზობთ თუ არა ქორწილის ალბომს?

ყველა ფოტოგრაფი არ გთავაზობთ ალბომის შექმნის მომსახურებას. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური ალბომი, აუცილებლად ჰკითხე ფოტოგრაფს, ამ სერვისს თუ ითვალისწინებს.

5. როგორ შეგიძლიათ დაგეხმაროთ, რომ ფოტოები მაქსიმალურად ლამაზი გამოვიდეს?

ჰკითხეთ თქვენს ფოტოგრაფს, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას იმაში, რომ მთელი ქორწილის განმავლობაში მართლაც ულამაზესი კადრები დაიჭიროს. მაგალითად, იმის უზრუნველყოფა, რომ მზადების სივრცე ნათელი იყოს და კედლები ნეიტრალური ფერის, საოცარ ეფექტს იძლევა.

დეტალები, როგორიცაა სუფთა სივრცე, კარგი ბუნებრივი განათება და ნაკლები უწესრიგობა, ფოტოგრაფს ეხმარება, რომ დრო არ დახარჯოს სივრცის მოწესრიგებაში და მთელი ყურადღება თქვენ დაგითმოთ.

6. რა სურს, რომ იცოდეს თქვენს შესახებ?

ფოტოგრაფთან ურთიერთობა ორმხრივად საინტერესო და კომფორტული უნდა იყოს. როცა მათ აინტერესებთ თქვენი პიროვნება, როგორც თქვენ — მათი სტილი, კონტაქტი თქვენ შორის ბევრად უფრო ბუნებრივი და ჰარმონიულია. მთელი ქორწილის დღე ამ ადამიანთან ერთად უნდა გაატაროთ, ამიტომ გულწრფელი კავშირი ყველაფერს გაამარტივებს და ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის ამ განსაკუთრებულ დღეს.

7. როგორ შეგიძლიათ, რომ დაჯავშნოთ მისი მომსახურება?

ეს კითხვა შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ, რა სჭირდება ფოტოგრაფს იმისათვის, რომ თქვენი ქორწილის თარიღი ოფიციალურად დაადასტუროს.

თუ უკვე დარწმუნებული ხართ, რომ ეს ის ადამიანია, ვინც თქვენი მნიშვნელოვანი დღე უნდა აღბეჭდოს, არ დააყოვნოთ, ხშირად საუკეთესო ფოტოგრაფებს ძალიან სწრაფად ევსებათ კალენდარი. საუბრის ბოლოს ჰკითხეთ, კონკრეტულად რას მოითხოვენ ჯავშნისთვის — იქნება ეს ხელმოწერილი კონტრაქტი, წინასწარი გადახდა თუ სხვა რაიმე ეტაპი, რაც პროცესს ფორმალურს გახდის.

სხვა სიახლეები


თქვენი გზამკვლევი
საქორწინო ტორტები: პასუხები თქვენს კითხვებზე
მეტის ნახვა
გზამკვლევი ქორწილის დასაგეგმად თვეების მიხედვით
მეტის ნახვა
გზამკვლევი სტუმრებისთვის, თუ რა ჩაიცვან ქორწილში
მეტის ნახვა

დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები, და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!


გამოიძახე
TOP