2025 წლის ტენდენციები
04
თებ 2025
none
2023 წელი ვარსკვლავების ქორწინებისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდში მრავალი შოკისმომგვრელი განშორება შედგა, ბევრი ვარსკვლავის საოცარი ქორწილი ადასტურებს, რომ სიყვარული ჯერ კიდევ ცოცხლობს. მოდით გადავხედოთ ჩვენს საყვარელ ვარსკლვავურ ქორწილებს. ჩვენი პასუხი ყოველ მათგანზე არის "დიახ!"
ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში, უნგრეთში, მოდელმა ბარბარა პალვინმა და მსახიობმა დილან სპროუსმა თქვეს "თანახმა ვარ!". 115 კაციანი ღონისძიების დაგეგმვის პასუხისმგებლობის უმეტესი ნაწილი პატარძალმა და მისმა დამ აიღეს. ბარბარა Vivienne Westwood-ის კაბით და Tiffany & Co-ს სამკაულით წარსდგა საკურთხეველთან, მოგვიანებით კი უნგრული “Menyecske ruha”-ს ტრადიციის თანახმად წითელი კაბა ჩაიცვა.
დეკემბრის დასაწყისში ტულუმის ჯუნგლების სიმწვვანის და ფოთლების გარემოცვაში მსახიობმა ვანესა ჰადგენსმა და ბეისბოლისტმა კოულ ტაკერმა 100 სტუმრის წინაშე პირობა დადეს. ცერემონია იმდენად ამაღელვებელი და ემოციური იყო, რომ ჰადგენსმა გააცნობიერა, წვეულების დაწყებამდე ცრემლებისგან, მის მაკიაჟს განახლება დასჭირდა.
საუკუნის ქორწილად მიჩნეული სოფია რიჩისა და ელიოტ გრეინჯის ქორწილი 2023 წლის ზაფხულში, მთელ სოციალურ მედიაში გავრცელდა. სამი მორგებული შანელის ლუქი, სტივენ სანჩესის სერენადა და სასურველი სასტუმრო დუ კაპ-ედენ-როკი. ეს ქორწილი, შესაძლოა 2023 წელს ჩატარდა, თუმცა დღემდე არ დასრულებულა მასზე საუბარი!
კოლორადოში, Devil's Thumb Ranch-ზე, მოდელი ტეილორ ჰილი და დენიელ ფრაიერი დაქორწიდნენ. Etro-ს საქორწილო კაბა და David Yurman-ის სამკაულები. საქმრომ ჩაცმულობა, Tecovas და Stetson ქუდითა და ფეხსაცმლით, სტუმრების ჩაცმულობის თემას, "western chic-ს" შეუხამა.
„მისტიკურ გარემოებებში“ შეხვედრის შემდეგ, 2 Broke Girls-ის მსახიობი კეტ დენინგსი და პერფორმანსის არტისტი ენდრიუ ვ. დაქორწინდენენ. ქორწილი ნოემბერში, სახლში შედგა. „მინდოდა, რომ ეს დღე გახმაურებული ქორწილებისგან განსხვავებული ყოფილიყო, - განუცხადა დენინგსმა Vogue-ს. მან ქორწილის დაგეგმვისას მინიმალისტური მიდგომა ამჯობინა, საკუთარი თმასა და ვარცხსნილობაშიც კი. „ძალიან მიხარია, რომ ვერ მივხვდი, თუ რა სიგიჟე იყო ყველაფრის თავად გაკეთება“, - აღიარა მან. „რომ მცოდნოდა, რომ ყვავილებს სამდღიანი უწყვეტი მუშაობა დასჭირდებოდა, ალბათ პროფესიონალს დავიქირავებდი. მაგრამ თაღთან დგომა, რომელიც მე თავად გავაკეთე, მთელი ძალისხმევითა და ზრუნვით, იყო ზუსტად ის, რაც საბოლოოდ გვინდოდა.”
რამდენ წყვილზე შეიძლება ითქვას, რომ ლანა დელ რეიმ დაუწერა საქორწინო სიმღერა და რომ ტეილორ სვიფტმა 15 წუთიანი სიტყვა წარმოთქვა? რამდენადაც ვიცით, მხოლოდ ერთზე. მუსიკოსი ჯეკ ანტონოფისა და მსახიობი მარგარეტ კუელის ქორწილმა, ლონგ-ბიჩზე, ნიუ ჯერსიში ფაქტობრივად ქალაქი დახურა.
კრისტენ ჩენოვეტი და მომღერალი ჯოშ ბრაიანტი, ერთმანეთს პირველად ერთ-ერთ ქორწილში შეხვდნენ, ორი წლის შემდეგ, 2023 წლის 2 სექტემბერს, დალასში, ტეხასის შტატში თავადაც იქორწინეს. ჩენოვეთის სიყვარული ყველაფერი ნათელის და ბუშტუკოვანის მიმართ, დეკორში დახვეწილი ვარდისფერის შეტანის მიზეზი გახდა.
მსახიობი ბინი ფელდშტეინის და პროდიუსერ ბონი-ჩენს რობერტსის ქორწილი იყო ზრდასრულთა საზაფხულო ბანაკი, "ებრაული" ცერემონიით. „მე დავდიოდი საზაფხულო ბანაკში ათი წლის განმავლობაში, ჩემი მშობლები და ბებია-ბაბუა, ორივე წყვილი საზაფხულო ბანაკში შეხვდნენ, ამიტომ ბანაკი სიყვარულის სიმბოლოა ჩემი ოჯახისთვის“, - განაცხადა ფელდშტეინმა Vogue-თან.
19-წლიანი ნიშნობის შემდეგ, ოსკაროსანი მსახიობი მიშელ იო და ჟან ტოდტი ჟენევაში კერძო, მცირე ცერემონიაზე დაქორწინდნენ.
ოლიმპიური ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილზი 2020 წელს რაიაზე ჯონათან ოუენსს დაუპირისპირდა, ხოლო 2023 წლისთვის ისინი კაბოში, მექსიკაში დაქორწიდნენ. როგორც კი თქვეს “თანახმა ვარ”, წვიმა წამოვიდა - რაც, როგორც ბაილზი აღნიშნავს, წარმატების და ბედის სიმბოლოა! ღამით სტუმრები კი სავსე მთვარის ქვეშ ცეკვავდნენ.
უტსმა და კრუდაპმა ნიუ იორკის მერიის შენობაში იქორწინეს, როგორც მათ განაცხადეს, ძალიან უყვართ ის უბრალოება, რომელიც აქ ჩატარებულ ცერემონიას უკავშირდება. მსახიობებმა სიტყვები არ დაიშურეს, როდესაც მანჰეტენის სასამართლოს შენობის გარეთ თავიანთი ქორწილის ფოტო გამოაქვეყნეს: "დაქორწინებულები!" - ნათქვამია უოტსის წარწერაში.