{s_blog_news_slidertoptitle}
22
2025
თუ სექტემბერში გაქვთ ქორწილი, ამ ბლოგში განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და დეტალს, რაც სექტემბერის ქორწილის დაგეგმვისას უნდა იცოდეთ.
როგორც ყველასთვის არის ცნობილი, სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თვეა ქორწილისთვის. მიუხედავად ამისა, სხვა თვეების მსგავსად, სექტემბერსაც აქვს გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები.
სექტემბრის თვე ქორწილისთვის შედარებით თანამედროვე ტენდენციაა. დღეს ის ყველაზე პოპულარულ თვეებს შორისაა, მაშინ როდესაც ტრადიციულად ივნისი იყო ლიდერი ქორწილებისთვის. გავრცელებული ცრურწმენების მიხედვით, სექტემბერში ქორწინება სიმშვიდესა და წარმატებას მოუტანს ახალდაქორწინებულებს.
სექტემბერი უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ როგორც სეზონური საკვების, ისე ყვავილების მხრივ. ამ თვეში უამრავი გემრიელი სეზონური ხილი და ბოსტნეულია. მენიუში გამოიყენეთ შემოდგომის გემოები. გარნირებში გამოიყენეთ კარტოფილი და გოგრა; დესერტებში კი — ვაშლი ან მსხალი. რაც შეეხება ყვავილებს, სეზონური და განსაკუთრებით ლამაზი ყვავილებია კალენდულა, ქრიზანთემა, კალა და ვარდი.
სექტემბრის ქორწილის ლუქები დამოკიდებულია პირველ რიგში, ადგილზე, სადაც ქორწილი იმართება და ამინდზე. გაეცანით ამ პერიოდის ტემპერატურებსა და ყურადღებით ადევნეთ თვალი ამინდის პროგნოზს, რათა სწორად განსაზღვროთ, რა ჩაიცვათ.
ფერის შერჩევისას ორი რამ უნდა გაითვალისწინოთ – რამდენად ოფიციალურია ქორწილი და სად ტარდება ის. ამ სეზონზე განსაკუთრებით პოპულარულია მდიდრული, ძვირფასი ქვების ტონები — მაგალითად, საფირონი, რომელიც სექტემბრის თვეში დაბადებულთა თვლია და შესანიშნავად ერწყმის ბუნების ცვალებად ფერებსაც.
ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ, სექტემბერი უფრო სასამოვნო ტემპერატურებს გვთავაზობს. თუმცა, შემოდგომის გათვალისწინებით, ზოგჯერ ამინდი მოულოდნელობებითაც არის სავსე და მზად უნდა იყოთ. ქორწილის მოახლოვებასთან ერთად თვალი ადევნეთ ამინდის პროგნოზს და ყოველთვის გქონდეთ სარეზერვო გეგმაც, განსაკუთრებით თუ ღია ცის ქვეშ გეგმავთ ცერემონიალს.
ბოლო წლების განმავლობაში ქორწილების გამართვის ტოპ ხუთ თვეს შორის მუდმივად ფიგურირებს სექტემბერი. მასთან ერთად პოპულარული თვეებია – მაისი, ივნისი, აგვისტო და ოქტომბერი.
თუ თქვენი ქორწილი დახვეწილ და პოპულარულ ლოკაციაზე ტარდება, მაგალითად წისქვილის თეატრში, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა მოთხოვნა მაღალი იყოს, ამიტომ ჯობს, რომ, რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ სამზადისი. ასე უფრო მარტივად შეძლებთ სასურველი სივრცისა და სერვისების დაჯავშნას, სანამ მთელი თვე სრულად შეივსება ჯავშნებით.
სექტემბერი იმდენად მოთხოვნადია, რომ მომსახურების ფასები ხშირად მატულობს. განსაკუთრებით პოპულარულ ლოკაციებზე გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე პერიოდში. თუმცა, წისქვილის თეატრის ფასები მუდამ უცვლელი და მომხმარებელზე მორგებულია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ დაჯავშნოთ, თუნდაც ყველაზე მოთხოვნად თვეს.
საბოლოოდ, თუ სექტემბერში ქორწილის დაგეგმვას აპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა: დაჯავშნეთ ყველაფერი დროულად, ბიუჯეტი გონივრულად გადაანაწილეთ და ყურადღება მიაქციეთ ამინდის ცვლილებას. ან უბრალოდ მიანდეთ ყველაფერი წისქვილის თეატრს და თავიდან აირიდეთ ყველანაირი სტრესი ქორწილის დღეს.